მარწყვს ყუნწი მოაშორეთ, გარეცხეთ და გააშრეთ. გადაიტანეთ ნაწილ-ნაწილ დიდ თასში. ყოველ ფენას დააყარეთ შაყარი და დატოვეთ მთელი ღამით. მეორე დღეს საკმაოდ ბევრი წვენი ექნება გამოშვებული. მარწყვი თავისივე წვენით სუფთა ქილებში გადაიტანეთ. ბოლოს თასში მხოლოდ წვენი რომ დარჩება, კარგად ამოურიეთ და თანაბრად გადაანაწილეთ ქილებში. ქილები ქვაბში ჩაალაგეთ, თავი დაადეთ, ქვაბში წყალი ჩაასხით და აადუღეთ. ადუღებას რომ დაიწყებს, დრო დაინიშნეთ. ნახევარლიტრიან ქილებს გასტერილება 10 წუთის განმავლობაში სჭირდება, 700-გრამიანს - 12-13, 1-ლიტრიანს - 15 წუთით. ბოლოს ქილები მოხუფეთ და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. ბოლოს თქვენს ზამთრის მარაგთან ერთად შეინახეთ. ასე მომზადებული მარწყვი შეგიძლიათ მიირთვათ დესერტებთან, მაწონთან, ბლინებთან, ფაფებებთან ან სხვა ნებისმიერ რამესთან ერთად.