ბისკვიტი: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. ცალკე ავურიოთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი. დავუმატოთ კვერცხიან მასას, შემდეგ წყალი და გავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ფორმას წაუსვით კაქარი და გამოაცხეთ 40/30 წუთის განმავლობაში 180°C ტემპერატურაზე. კრემი: რძეში გავხსნათ სიმინდის სახამებელი, გადავიტანოთ ქვაბში, დავუმატოთ შედედებული რძე, კაკაო, კრემ-ყველი. დავგდათ დაბალ გაზზე, დავუმატოთ სუფთა შოკოლადი და ვურიოთ განუწყვეტლივ. მასა უნდა გასქელდეს. (ბოლოს კი გააგრილეთ) გადავიდეთ აწყობაზე ფორმაში ჩავაფინე საკვები ცელოფანი, გადავიტანე ბისკვიტი, წავუსვი კრემი, მოვაყარე ზემოდან ბალი და ბოლოს კი ზემოდან დავფარე მეორე ფენა ბისკვიტის საშუალებით. მოათავსეთ მაცივარში 4 საათის განმავლობაში. განაში: 150 გრამი შოკოლადი და 35%ნაღები გავადნოთ წყლის აბაზანაზე. მაცივრიდან გამოვიღოთ ბისკვიტი და ძალიან სწრაფად წავუსვათ განაში. გააფორმეთ სურვილისამებრ.