თუთა ჩაყარეთ ქვაბში, დააყარეთ შაქარი და ცეცხლზე დადგით. დუღილს რომ დაიწყებს, 5 წუთი გააჩერეთ და გააცივეთ. შემდეგ ისევ ხუთი წუთით ადუღეთ. თუ საკმარისად არ გასქელდა, იგივე გაიმეორეთ მეორედაც. ბოლოს დაუმატეთ 1 შეკვრა ვანილი და შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!