შესქელებულ რძეს დაუმატეთ ერთი ლიმონის წვენი და მიქსერით თქვიფეთ გათეთრებამდე. როცა ისეთ კონსისტენციას მიიღებთ, როგორიც ვიდეოშია, თავზე რამე დაახურეთ და გააგრილეთ მაცივარში 10-15 წუთის განმავლობაში. ასე მასა უფრო გასქელდება. ეს კრემი შეგიძლიათ ცივად მიირთვათ ან „ჩინური ტორტი“ ააწყოთ. ძალიან გემრიელი, სწრაფი და მარტივია!