სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ კურკაგამოცლილი ალუბალი (იმდენი, რომ ქილის ნახევარზე მეტი დაიფაროს). დაასხით მაგარი არაყი იმდენი, რომ ალუბალი დაიფაროს. ორი კვირის მერე არაყი გადაწურეთ და ალუბალს ერთ კილომდე შაქარი დააყარეთ. გააჩერეთ ისიც ორი კვირით, რომ წვენი კარგად გამოიღოს. ასეთი ალუბლი შეგიძლიათ დესერტებში გამოიყენოთ. ამით გაკეთებული მთვრალი ალუბალი უკონკურენტოა.