ბადრიჯნები ორად გავჭრათ და გული ამოვუღოთ. ხორცის ფარშს დავუმატოთ ნიორი, 1 თავი ხახვი, ბრინჯი, მდუღარე წყალი, ძირა, მარილი და პილპილი, მოვზილოთ ხელით და ჩავტენოთ გულამოცლილ ბადრიჯნებში. დანარჩენი ხახვი პამიდვრის პიურესთან ერთად მოვშუშოთ ცოტაოდენ ზეთში, დავუმატოთ მწვანილები და სანელებლები. ქვაბში ჩავაფინოთ ჭარხლის ფოთლები, ჩავაწყოთ ბადრიჯნები, დავასხათ სოუსი და მოვხარშოთ ბრინჯის მომზადებამდე.