თათარბერაკი
თათარბერაკი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ეს გემრიელი  კერძი შეგვიძლია მოვამზადოთ ხინკლისგან მორჩენილი ცომით. ცომის მომზადება ძალიან მარტივია: ცივი წყლით, მწიკვი მარილითა და ფქვილით უნდა მოვზილოთ მაგარი, ელასტიკური ცომი.

ინგრედიენტები

  • ცომი - 500-600 გ
  • ხახვი - 5 თავი
  • კარაქი ან ერბო
  • მაწონი - 1 ქილა
  • ნიორი - 4-5 კბილი
მომზადების წესები

ცომი  თხლად გავაბრტყელოთ და პატარა კვადრატებად დავჭრათ.

ქვაბში ავადუღოთ ბლომად წყალი, დავუმატოთ მარილი და როცა ადუღდება, ჩავყაროთ დაჭრილი ცომი. ქვაბს სახურავი სანახევროდ დავახუროთ და საშუალო ცეცხზე ვხარშოთ მომზადებამდე, შემდეგ გადავწუროთ.

პარალელურად  ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ და  კარაქში ან ერბოში მოვშუშოთ, დავუატოთ მწიკვი მარილი. ასევე უხდება მწიკვი შაქარიც

მაწონს შევურიოთ დანაყილი ნიორი.

ატრია ამოვიღოთ თეფშზე, მოვაყაროთ მოშუშული ხახვი და მოვასხათ ნივრიანი მაწონი.

ტეგები:
მესხეთი თათარბერაკი ნანახია: 812