წიწიბურა მოხარშეთ, სანამ წყალს სრულად არ დაიშრობს. შემდეგ დაუმატეთ ბლომად კარაქი ან ზეთი (საშუალო ქვაბ წიწიბურაზე ნახევარ ჩაის ჭიქა ზეთს ვასხამ) და მარილი. ასე მომზადებულ წიწიბურას ორი უპირატესობა აქვს: წყლის გემო არ აქვს და ცხიმიც იდეალურად ნაწილდება. ასე რომ, ამ რეცეპტის მთავარი საიდუმლო ცხიმია, რომელიც უბრალო წიწიბურას უგემრიელეს კერძად აქცევს. თქვენ რა მეთოდი გაქვთ წიწიბურის გასაგემრიელებლად?