თბილი წყალი და რძე მოათავსეთ ჯამში, დაამატეთ შაქარი, საფუარი, ზეთი და კვერცხის ცილები, კარგად ათქვიფეთ ხელის სათქვეფით, რომ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს კარგად შეერიოს. შემდეგ დაამატეთ მარილში შერეული ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომი ისეთი უნდა გამოვიდეს რომ თითებზე გეკვრებოდეთ. როდესაც ცომი ამოვა, ჩააზილეთ, ამოიღეთ გუნდები და დაელოდეთ, 10-15 წუთით, რომ აფუვდნენ. აფუებულ გუნდები ოთხკუთხედ ფორმაზე გაშალეთ ხელით. სამზარეულოს ფუნჯით წაუსვით ზეთი და გადაკეცეთ. კიდევ წაუსვით ზედაპირზე და კიდევ გადაკეცეთ. გადაიტანეთ საცხობ ტაფაზე, ზემოდან წაუსვით 2 ცალ კვერცხის გულში შერეული 1 ს.კ რძე, მოაყარეთ შავი და თეთრი სეზამი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 20 წუთით, ზედა-ქვედა წვის რეჟიმზე. როცა მომზადდება, დაელოდეთ შეგრილებას და ჯიბეებში ჩადეთ პომიდორი, ყველი, კიტრი, სალათის ფურცლები, ძეხვის ნაჭრები, ან რაც გსურთ და მიირთვით.