ხახვი ცხიმში მოშუშული, დამატებული წყალი, ცალკე მაწონი და ფქვილი ერთმანეთში კარგად გათქვეფილი, მერე ეს მასა დამატებული ადუღებულ წყალს, დამატებული წვრილად დაჭრილი კამა (მხოლოდ კამა, არავითარი ქინძი, მიუხედავად იმისა როგორც ყველა ქართველი ჩემი დიდი პატივისცემა ქინძს, მაგრამ ჩემგან მაწვნის სუპში, დიდი ბოდიში, ქინძო, აქ არაფერი გესაქმება შენ!). სადილის წამოდუღებიდან მალევე ემატება გათქვეფილი კვერცხი, მარილი და ცხელშივე, თქვენივე თეფშში, პატარა კარაქის ნაჭერი.