კანიანად დაჭრილი ვაშლატამა ავწონოთ და 1 კგ. დაჭრილ ხილზე გვჭირდება 500 გრ.შაქარი. დაჭრილ ვაშლატამას ვაყრით შაქრის ნახევარს და ჩავთუთქავთ. შემდეგ დავაბლენდეროთ ან სახეხზე გავხეხოთ. დაბლენდერებულს დავაყაროთ დარჩენილი შაქარი და დავდგათ მინიმალურ ცეცხლზე. თან ხშირად ვურიოთ. დაახლოებით 20 წთ ვადუღოთ. ბოლოს დავამატოთ 1/6 ჩ.კ. ლიმონმჟავა და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. ჩავასხათ მდუღარე ჯემი გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ. ცხელი ქილები შევფუთოთ და ასე გავაცივოთ. მარტივი და სწრაფი რეცეპტია, მაგრამ საოცრად გემრიელი, არომატული, საოცარი ფერისა და სტრუქტურის ჯემი გამოდის.