ცომის ყველა ინგრედიენტი ერთად ავკეპოთ, მოვზილოთ ცომი, გადავაკრათ ცელოფანი და 30 წუთით მაცივარში შევდოთ. შემდეგ თხლად გავაბრტყელოთ, ფორმაში ჩავდოთ, ჩანგლით დავჩხვლიტოთ და ზედ დავაფინოთ პერგამენტი, დავაყაროთ ლობიო ან სხვა მსგავსი მარცვლეული და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ გაოქროსფრდება, შემდეგ მოვაცალოთ ლობიო (ჩვეულებრივ შევძლებთ გამოყენებას!), ფრთხილად ამოვიღოთ ფორმიდან და გავაგრილოთ. კვერცხი, მარილი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ფქვილი და 1 ჭიქა რძე, კარგად ავთქვიფოთ, დავასხათ დანარჩენი რძე და დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით მოვხარშოთ. როცა ადუღდება, ვაცადოთ 1-2 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. კრემი ბოლომდე უნდა გაცივდეს. ჯამში ავთქვიფოთ კარაქი და ნელ-ნელა დავუმატოთ მოხარშული კრემი, შევურიოთ ვანილიც. ტარტში ჩავდოთ ალუბალი და მოვრთოთ კრემით. გემრიელად მიირთვით!