ბადრიჯანი დაჭერით ლამაზად, სიგრძეზე, არც ძალიან წვრილად და არც ძალიან მსხვილ ნაჭრებად. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი და მოურიეთ. ჩაყარეთ დაჭრილი ბადრიჯანი და 5-7 წუთით ხარშეთ (არ დაგეშალოთ). როცა ბადრიჯნები მოიხარშება, გადაწურეთ წყალი, ბადრიჯნებს ცივი წყალი გადაავლეთ, საწურში დააყოვნეთ რომ დაიწრიტოს. ამოავლეთ სიმინდის ფქვილში. წინასწარ გაცხელებულ, ზეთიან ტაფაზე შეწვით. ძალიან უხდება მაწონი, მშრალი პიტნითა და ნიორით.