კვერცხს დაუმატეთ შაქარი და გათეთრებამდე თქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებლი და კვლავ გათქვიფეთ. ფქვილი კარგად რომ გაიხსნება, დაუმატეთ რძე და ვანილი. რძე ცომს უნდა შეერიოს ნელი მოძრაობებით, არ გამოიყენოთ მიქსერი, სილიკონის ან ხის კოვზი აჯობებს. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. აქვე გასწავლით ერთ ხრიკს. თუკი სპეციალური ბოთლი არ გაქვთ ბლინების ცომის ტაფაზე დასასხმელად, 0.5 ლ-იანი ბოთლის თავსახური შუაში გახვრიტეთ, ცომი ბოთლში ჩაასხით და გახურებულ ტაფაზე იდეალური ფორმის ბლინებს დასვამთ. ამ რეცეპტით მომზადებულ ბლინებს ცხიმი არ სჭირდება, მაგრამ თუკი თქვენი ტაფა „იკრავს“, მაშინ სულ ცოტა ცხიმი წაუსვით, ოღონდ შემდეგ ხელსახოცით მოაშორეთ. ასე ტაფის ზედაპირი ცხიმიანი გახდება, მაგრამ ბლინები მაინც ერთგვაროვანი დარჩება. გემრიელად მიირთვით!