ფარშირებული გოგრა
ფარშირებული გოგრა
დრო 150წთ
ულუფა 6
სირთულე
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვაშლი - 1 (შეიძლება კომშით შევცვალოთ)
  • ნიგოზი - 1/2 ჭ
  • კარაქი - 50 გ
  • ქიშმიში - 1/2 ჭ
  • ბრინჯი - 150-200 გ
  • გოგრა - 1 საშუალო ზომის
  • შაქარი - 50 გ
  • ვანილი
  • დარიჩინი - 1/2 ჩ.კ (ან ლიმონის ცედრა)
მომზადების წესები
თავდაპირველად, მოვამზადოთ გოგრის "ქოთანი".  გოგრას გადავაჭრათ  თავი, ამოვასუფთაოთ თესლებისგან.

ბრინჯი მოვხარშოთ, გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ. ნიგოზი და ვაშლი დავჭრათ.

ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავამატოთ შაქარი და დავაყაროთ დაჭრილი ვაშლი. ვშუშოთ მაღალ ცეცხლზე, ტავახდილი, ვაშლის წვენს გამოუშვებს და მსუბუქი კარამელის ფენით დაიფარება. ამ ეტაპზე დავამატოთ ქიშმიშიც. ვაშლი რომ წვენს დაიშრობს, დავამატოთ ნიგოზი, ბრინჯი და კარგად ავურიოთ. ბოლოს ვამატებთ ვანილს, დარიჩინს ან ლიმონის ცედრას.
ეს მასა გადავიტანოთ გოგრაში, დავახუროთ თავისივე გადანაჭერი და შევდოთ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. როცა გოგრა დარბილდება (ჩანგალი ჩავარჭოთ კანში, რბილად უნდა შედიოდეს) კერძი მზადაა.