ცივ რძეში ჩაყარეთ „დიანას ფხვნილი“ და კარგად გათქვიფეთ. მასა მოცულობაში მოიმატებს და გასქელდება. ამას, დაახლოებით, 20 წუთი დასჭირდება. რომ გასქელდება, დაუმატეთ შესქელებული რძე და კიდევ 3-5 წუთი თქვიფეთ. ბოლოს შეათქვიფეთ ვანილი. შეგიძლიათ ასევე დაუმატოთ კაკაო ან სასურველი ხილი. ბოლოს გადაიტანეთ სასურველ ფორმებში და მოათავსეთ საყინულეში.