წიწაკას ყუნწი მოაჭერით და მრგვალ ნაჭრებად დაჭერით. ქვაბში მოათავსეთ მთლიანი ნიორი, დაასხით წყალი, ძმარი, დააყარეთ მარილი და შაქარი. მიიყვანეთ ადუღებამდე, შიგადაშიგ ურიეთ, რომ შაქარი და მარილი სრულყოფილად გადნეს. შემდეგ ქვაბში ჩაყარეთ დაჭრილი წიწაკა და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. ფერს რომ შეიცვლის, ცეცხლიდან გადმოდგით და 10-15 წუთით დააყოვნეთ. წიწაკა სუფთა ქილაში გადაიტანეთ და ქილა მარინადით (წიწაკის ნახარშით) შეავსეთ. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ სახურავი დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ. იმავე დღიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ.