კეფირი და სოდა გაააქტიურეთ (გამოიყენეთ ხელის სათქვეფი) და დაამატეთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები, აუცილებლად ოთახის ტემპერატურის. ბოლოს დააცერით კაკაო და ფქვილი, ერთმანეთში შერეული მიღებული მასა გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ, 24 დმ ფორმაში და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე, მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. ფქვილი და შაქარი კარგად აურიეთ, დაუმატეთ კვერცხები და ხელის სათქვეფით გააერთიანეთ. პორციებად დაამატეთ რძე, კვლავაც მოურიეთ და მოადუღეთ მასა, უნდა იყოს შედარებით თხელი და არამყარი. ცხელსვე შეათქვიფეთ კარაქი და ვანილი. ბისკვიტი და კრემი გააცივეთ კარგად. ბისკვიტს ზემოდან ლამაზად ააჭერით ზედაპირი, რომელიც დაგჭირდებათ ზემოდან გასაფორმებლად. შუაში გაჭერით ბისკვიტი და კარგად ამოავსეთ კრემით, დაახურეთ მეორე ნაწილი და კვლავაც კარგად დაფარეთ ზედაპირი და გვერდები კრემით. შემდეგ, გააფორმეთ სურვილისამებრ. უგემრიელესი გამოდის.