ბროკოლი დავანაწევროთ, ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში 3-5 წუთით. კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ მარილი, ფქვილი, პილპილი, ყველი, ნიორი და ავურიოთ. შემდეგ შევურიოთ რძე.ბოლოს ჩავამატოთ ბროკოლი და ჩანგლით ან კარტოფილის საჭყლეტით დავსრისოთ, როგორც პიურე. აუცილებელი არ არის ერთგავროვანი მასა მივიღოთ.მიღებული ცომი კოვზით დავასხათ ზეთიან ცხელ ტაფაზე და საშუალო ცეცხლზე შევწვათ ორივე მხრიდან. შემდეგ ქარალდის ხელსახოცზე გადავიტანოთ.გემრიელი ოლადები მზადაა!