კომბოსტო მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში 4-5 წუთის განმავლობაში, გადავწუროთ და წვრილად დავკეპოთ. ხახვი და მწვანილი წვრილად დავჭრათ, ნიგოზი, ნიორი და წიწაკა მარილთან ერთად დავნაყოთ, დავუმატოთ ხახვი, მწვანილი, კომბოსტო და ძმარი, გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებითა და პიტნის ფოთლებით.