კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი. ერთად ავურიოთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და დავუმატოთ ცომს, შემდეგ შევდოთ მაცივარში 30 წუთით. შოკოლადი, კარაქი და ცხელი წყალი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ. ცომისგან 15 ცალი გუნდა გავაკეთოთ, გავუკეთოთ ჩაღრმავება, შიგ ჩავასხათ ცოტა შოკოლადის მინანქარი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10- 15 წუთის განმავლობაში