ღოღნაშო გავრეცხე და ჩავყარე ქვაბში, თან ჩავაყოლე ჩასახარშად თითო დიდი შეკვრა აყვავებული ქინძი, ცერეცო. დავასხი წყალი და მოვთუთქე. რომ გაცივდა, გავხეხე. ცალკე გავარჩიე და გავრეცხე თითო- თითო დიდი შეკვრა ქინძი და ცერეცო, ასევე 5 საშუალო თავი ნიორი. მწვანილი და ნიორი გავატარე ხორცსაკეპ მანქანაში.დავამატე ხმელი ქინძი და უცხო სუნელი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. ვასტერილებ ქილებს და ვასხამ ქაფქაფა ცხელ საწებელს და ვხუფავ. ასპირინს არასდროს ვამატებ, უბრალოდ კარგად ვასტერილებ და არასდროს ფუჭდება. გემრიელად მიირთვით!