ჭიქის ზომა: 250 გ ფქვილის გარდა ყველაფერი გავხსენი ერთმანეთში და ბოლოს დავაცერი ფქვილი. თუ ცომი თხელია, დაუმატეთ ფქვილი (ფქვილის ხარისხზეა დამოკიდებული, როგორი გამოვა). მასა უნდა იყოს მეტად წებოვანი. ბოლოს ზეთიანი ხელით გადავზილე და დაველოდე ამოფუებას. ამ მასით გამოვიდა 3 დიდი ზომის ხაჭაპური. ასევე შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ლობიანის გულსართით. ამჯერად გამოვიყენე ყველის და კარტოფილის გულსართი და გამოვაცხე 250 გრადუსზე, ზემოდან კი გადავუსვი კვერცხის გულისა და რძის ნაზავი. გემრიელად მიირთვით!