ბადრიჯანი და ყაბაყი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. წიწაკები გავყოთ შუაზე და თესლი გამოვაცალოთ. ხახვი და რეჰანი წვრილად დავკეპოთ, ნიორი დავნაყოთ. დაჭრილ ბოსტნეულს მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და გრილზე შევწვათ. შემწვარი ბულგარული წიწაკები სასურველ ზომაზე დავჭრათ, ცხარე წიწაკა დავკეპოთ. ყველა ინგრედიენტი ავურიოთ და შევაზავოთ ძმრით.