ნესვი დავთალე და დავჭერი სასურველ ნაჭრებად.1 კილოს დავაყარე ნახევარი კილო შაქარი, ნახევარი ვანილი და 15 წუთი ვადუღე. საწურავზე მოვათავსე. რომ დაიწურა, გადავიტანე ხის ლანგარზე, მარლა გადავაფარე და მზეზე გამოვაშრე. სამი დღე საკმარისია. ისეთი გემრიელია, სიტყვებით ვერ გადმოვცემ.