კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში დანდური. დავდოთ საწურზე, რომ დაიწუროს. მოვათავსოთ მარილიან, ადუღებულ წყალში და ვხარშოთ 5 წთ-ის განმავლობაში. გადმოვიღოთ საწურზე, გადავავლოთ ცივი წყალი და ვაცადოთ კარგად დაწურვა. 3 დიდი ზომის ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. დავჭრათ დანდური და მოვთუშოთ ხახვთან ერთად. ბოლოს წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ნიორი (სარეთო ჯამში, ერთი მოზრდილი თავი ნოირი გამოვიყენე), შავი პილპილი და ცოტა დაღერღილი წითელი წიწაკა. გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ ძმარიც დაუმატოთ. უგემრიელესია!