გასუფთავებული ლეღვი დავჩხვლიტე ხის ჩხირით. შაქარს დავუმატე წყალი და წამოვადუღე, ჩავალაგე ლეღვი და დაჭრილი ლიმონი და 20 წთ წამოვადუღე, თან მოვქაფე. გავაცივე. ასე გავიმეორე ორჯერ. მესამედ გადავიტანე ქილებში,.ლიმონი კი ამოვიღე. გემრიელად მიირთვით!