პირველი ფენა მოამზადეთ ალუბლის წვენისგან: 3 ს/კ ჟელატინი დაალბეთ 150მლ ალუბლის წვენში, ცალკე 500მლ წვენს დაუმატეთ 200 გრ შაქარი, დადგით ნელ ცეცხლზე. შაქარი რომ გადნება, გადმოდგით და ცხელ მასაში დაამატეთ დალბობილი ჟელატინი, მოურიეთ განუწყვეტლივ, სრულ გალღვობამდე. დაასხით ფორმაზე, შემდეგ მოათავსეთ მაცივარში, გამყარებამდე. მასა რომ გამყარდება, მოამზადეთ მეორე ფენა: 3 ს/კ ჟელატინი დაალბეთ რძეში. ცალკე 600გრ არაჟანს დაუმატეთ 200გრ შაქარი, დადგით ნელ ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ, შაქრის სრულ გადნობამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, ცხელ მასაში მოათავსეთ დალბობილი ჟელატინი, მოურიეთ განუწყვეტლივ, სრულ გალღვობამდე. არაჟნის მასა დაასხით ალუბლის წვენის გამყარებულ მასაზე და ისევ მაცივარში მოათავსეთ, რომ გამყარდება, დაიწყეთ მესამე ფენის მომზადება. ჟელატინის დასალბობად დაგჭირდებათ 15 - 20 წუთი, კოვზით არ მოურიოთ. მესამე ფენა, არის კაკაო – 3 ს/კ ჟელატინი დაალბეთ 150მლ რძეში. ცალკე 500გრ რძეს დაუმატეთ 3ს/კ კაკაო, 200გრ შაქარი. მოურიეთ განუწყვეტლივ, ნელ ცეცხლზე, შემდეგ ჟელატინი გაალღვეთ და გადაანაწილეთ მესამე ფენად. მოათავსეთ მაცივარში, ერთი დღით. არის უგემრიელესი დესერტი.