ფხვიერი ნამცხვარი დავამტვრიოთ, დავფხვნათ და დარბილებულ კარაქში ავურიოთ. გავანაწილოთ ინდივიდუალურ ჭურჭელში და ჩავტკეპნოთ.დიდ თასში ავთქვიფოთ ნუთელა, ქრიმ-ჩიზი და ვანილი. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და მიქსერის გარეშე, ფრთხილად შევურიოთ ერთმანეთს. შემდეგ გავანაწილოთ ჭიქებში. თავზე გადავაფაროთ და მინიმუმ 2 საათი მაცივარში გავაჩეროთ.შემდეგ, თუ სურვილი გვექნება, დამატებით მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით, შოკოლადის ნაფხვენით და მოხალული თხილით