გათალეთ ვაშლი და დაჭერით ისე, რომ გული არ გააყოლოთ. გარეცხეთ და დააყარეთ კილო კოლოზე შაქარი. წყალი არ უნდა, მაგრამ ამოურიეთ ხოლმე, სანამ თავის წვენს გამოიტანს. ადუღეთ 20 წუთი და შემდეგ გადმოდგით გაზიდან, კარგად გააცივეთ. გაცივებული მასა დააბლენდერეთ და ისევ დადგით გაზზე, ადუღეთ 20 წუთი, დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ რომ არ მიიწვას და მზადაა (გემოვნებით გაუკეთეთ ვანილი). გადაიტანეთ ქილებში და შეფუთეთ. არის დანით საჭრელი და ყველაფერში გამოსაყენებელი: პასკაში, ნამცხვრებში და სხვა ტკბილეულში.