წიწაკა გაშალეთ ერთ ფენად და გააჩერეთ 2-3 დღით, ოდნავ რომ შეჭკნდეს. ამის შემდეგ, წიწაკა კარგად გარეცხეთ, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და ჩაალაგეთ დიდ ჭურჭელში, ფენა-ფენად ჩააყოლეთ სიმინდის ფუჩეჩი, კამა, დაფნის ფოთოლი, შემდეგ ისევ წიწაკა და ასე შემდეგ. 10ლიტრ ცივ წყალში გახსენით მარილი (არა იოდიზირებული). დაასხით წიწაკას, დაადეთ სიმძიმე და დადგით სიგრილეში, ათი დღით. ყოველ დღე ხელით მოურიეთ. მეთერთმეტე დღეს ამოიღეთ, თუშფალანგში დასაწურად. დაწურული წიწაკა გადაიტანეთ ქილებში, თან ნაზად ჩატკეპნეთ, ისე არა, რომ წიწაკები გაიხას. დაასხით ახალად გაკეთებული მარილწყალი, მოაყარეთ თავზე ცოტა ლიმონმჟავა, ზემოდან დაადეთ სიმინდის ფუჩეჩი და გადააფარეთ პლასტმასის ხუფები. ცალკე ჭურჭელში გადინახეთ მარილწყალი, რადგან წვენი ნელ-ნელა შეავსებს დარჩენილ ცარიელ ადგილებს და დაბლა დაიწევს. დაამატეთ ამ წვენნაკლულ ქილებს და თავიდან აიცილებთ წიწაკის ზედა ფენის გაშავებას. ქილებში დასამატებელი წყალი: 3ლიტრ წყალში გახსენით 4-5ს/კ სავსე მარილი.