მსხალი გაფცქვენით და დაჭერით გრძელ ნაჭრებად, შეგიძლიათ გაუფცქვნელადაც დაჭრათ, თუ კანიანად გირჩევნიათ. დაჭრილი მსხალი აწონეთ და მაქსიმუმ 4 კილო მსხალი გამოიყენეთ, დააყარეთ 2 კილო შაქარი, თუ მსხალი არაა ძალიან ტკბილი, შეგიძლიათ დაამატოთ უფრო მეტი შაქარიც. დატოვეთ 4-5 საათით, რომ შაქარი ჩადნეს. მსხალი იმდენ წვენს უშვებს, რომ წყალის დამატემა არ არის საჭირო. შემოდგით და ადუღეთ 15წუთის განმავლობაში, გადმოდგით და გააგრილეთ სრულად. ისევ ადუღეთ 15 წუთით, გადმოდგით და რომ შეგრილდება მსხლები, ამოიღეთ ცალკე ჭურჭელში, რადგან აქვს ბევრი და თხელი სიროფი. შემოდგით მხოლოდ სიროფი და ადუღეთ დაახლოებით 15 წუთით, ცოტა უნდა შესქელდეს, უკანვე ჩაალაგეთ მსხლები, ადუღეთ 15-20 წუთით, ცხელივე ჩაასხით შუშის ქილებში და მოხუფეთ. შეინახეთ გრილ ადგილას.