კარტოფილი და სტაფილო მოხარშეთ, გახეხეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა, ხახვი, ზეთი, მარილი, პილპილი, კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი. გააბრტყელეთ ცომი მრგვლად, გადაიტანეთ ცომზე კარტოფილისა და სტაფილოს მასა, ხინკალივით გადაკეცეთ, მაგრამ თავი არ შეუკრათ. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე, ორივე წვით. სასწაული გამოდის.