დაჭერით მრგვლად ბადრიჯანი, მოაყარეთ მარილი და 20 წუთში შეწვით. ასევე დაჭერით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრიდიენტი ცალ–ცალკე. გააბრტყელეთ ცომი მრგვლად, გადაუსვით აჯიკა, გადაიტანეთ ცომზე ფენა–ფენა ყველა ინგრედიენტი, ალყა–ალყად დაჭრილი, ხინკალივით გადაკეცეთ, მაგრამ თავი არ შეუკრათ, გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე, ორივე წვით. გამომცხვარს გემოვნებით მოაყარეთ გატარებული ნიგოზი და ნიორი. გამოდის უგემრიელესი.