გოგრას მოაშორეთ ქერქი და დაჭერით, დაასხით სოდიანი წყალი (1 ლიტრზე – 1ს.კ. სოდა). გააჩერეთ 4-5 საათით. შემდეგ, გამდინარე წყალში, კარგად გარეცხეთ. გაწურეთ საწურზე. აადუღეთ სიროფი: 1 კგ. გოგრაზე გამოყენეთ 1 კგ. შაქარი და 400 მლ წყალი. როდესაც სიროფი ადუღდება, გოგრა ჩაყარეთ და 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გააცივეთ 4-5 საათით. მეორე ეტაპი - მოადუღეთ დაბალ ცეცხლზე, 10 წუთით და ისევ გააგრილეთ 4-5 საათით. მესამე ეტაპი - ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში და მურაბაც მზადაა.