სუნელი ვაშლის ნამცხვრებისთვის
სუნელი ვაშლის ნამცხვრებისთვის
დრო 5წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
არომატული სანელებლების ეს მიქსი არაჩვეულებრივ გემოს და სურნელს ანიჭებს ვაშლიან ნამცხვრებს.

ინგრედიენტები

  • კარდამონი (ილი) - 1.5 ჩ.კ
  • ჯანჯაფილი, ხმელი - 1 ჩ.კ
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) - 1.5 ჩ.კ
  • დარიჩინი - 4 ს.კ
მომზადების წესები
ყველა სუნელი ერთმანეთში შეურიეთ და პატარა მინის ქილაში შეინახეთ, მჭიდროდ თავდახურული.

აუცილებელი არ არის, პროპორციების ზუსტად დაცვა: თუ რომელიმე სანელებელი უფრო მეტად გიყვართ, შეგიძლიათ მეტი ჩაამატოთ, რომელიმე კი შეამციროთ, თქვენს გემოვნებას უნდა მოარგოთ.

თუ მუსკატის კაკალს ახალდაფქულს გამოიყენებთ, ცოტა მოაკელით რაოდენობას, რადგან მას უფრო მძაფრი არომატი აქვს, ვიდრე უკვე დაფქულს და დაფასოებულს.
ტეგები:
დარიჩინი ჯანჯაფილი კარდამონი ნანახია: 7723