ქილებში ჩააწყვეთ შუაზე გაჭრილი ატმის ნაჭრები, დაასხით მდუღარე წყალი, დაადეთ თავსახურები და 10 წუთით გააჩერეთ. წყლითა და შაქრით მოამზადეთ სიროფი, დაუმატეთ ლიმონმჟავაც. ქილებიდან წყალი გადაღვარეთ და სიროფით აავსეთ. ქილებს მჭიდროდ დაახურეთ თავსახური, ამოატრიალეთ და თბილად შეფუთეთ. რომ გაგრილდება, თქვენს ზამთრის მარაგთან ერთად შეინახეთ.