ხინკლის ცომის საიდუმლო ინგრედიენტების რაოდენობასა და მოზელვის ტექნიკაშია. ცომი ცოტა წყლით უნდა მოიზილოს, თავიდან იფიქრებთ, რომ არ შეიკვრება, მაგრამ დიდხანს ზელვით სასურველ კონსისტენაციას აუცილებლად მიიღებთ. რაც უფრო ხარისხიანია ფქვილი, მით ნაკლები წყალი სჭირდება. სასურველია მიღებული ცომი, სულ მცირე, ნახევარი საათით მაცივარში გააჩეროთ. კიდევ ერთი რჩევა: ხინკალი პირველი 5-6 წუთი მაღალ ცეცხლზე ხარშეთ, შემდეგი 7-8 - დაბალზე. ერთი საიდუმლო, რომელსაც რესტორნებში იყენებენ: ხინკლის ამოღებამდე ქვაბში 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით. თითქოს, ისეთი არაფერია, მაგრამ განსხვავებას აუცილებლად შენიშნავთ.