პამიდორი ჩავალაგოთ ღრმა ჭურჭელში, დავასხათ მდუღარე წყალი ისე, რომ დაიფაროს.დავტოვოთ 5 წუთით და შემდეგ გადავიტანოთ ყინულიან ცივ წყალში, გავაჩეროთ ისევ 5 წუთით. შემდეგ კანი გავაცალოთ. მოვადუღოთ სიროფი: 3 კგ შაქარი 900 მლ წყალი,1 ცალი დარიჩინის ჩხირი და 1 ცალი ლიმონის ცედრა, ეს ყველაფერი როდესაც ადუღდება, ცხელშივე ჩავაწყოთ კანგაცლილი პამიდორი. რომ გაგრილდება, დავდგათ ისევ და დაბალზე ვხარშოთ 1 საათით. შემდეგ ისევ გავაგრილოთ და ხარშვა გავაგრილოთ. ასე გავიმეორეოთ მზაობამდე. შიგადაშიგ ფრთხილად ამოვურიოთ ხის კოვზით. ცხელივე ჩავასხათ ქილებში. გემრიელად მიირთვით!