დაჭერით მსხალი, ჩააწყვეთ ქილაში ისე, რომ მეოთხედი გაივსოს, დაასხით მდუღარე წყალი, თავსახური დაადეთ (არ დაახუროთ) და გააჩერეთ 10 წუთით. შემდეგ წყალი გადმოასხით და შაქარი ჩააყარეთ. გემოსთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის ნაჭრები, დარიჩინი, კარდამონი ან/და ანისის ვარსკვლავი. შემდეგ წყალი უკან ქილებში ჩაასხით, თავი კარგად დაახურეთ, ქილები გადმოატრიალეთ და თბილად შეფუთეთ. რომ გაცივდება, გრილ და ბნელ ადგილას შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!