პიცის ცომი მარტივად
პიცის ცომი მარტივად
დრო 80წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეითუნის ზეთი - 80 მლ
  • საფუარი - 10 გ
  • ფქვილი - 1 კგ
  • მარილი - 1 ჩ.კ
მომზადების წესები

დიდ, ფართო ჯამში ან პირდაპირ მაგიდაზე გაცერით ფქვილი, დაამატეთ მარილი და საფუარი, შუაში გაუკეთეთ ჩაღრმავება.

ჩაასხით ჩაღრმავებულ ადგილას 300მლ თბილი(და არა ცხელი!) წყალი, რომელსაც შერეული აქვს ზეითუნის ზეთი.

ამოურიეთ ნელ ნელა. ფქვილი წამოიღეთ კიდეებიდან შუაგულისკენ.

თავიდან ცომს ექნება არათანაბარი კონსისტენცია, ეს ნორმალურია.

გადადეთ ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე და კარგად მოზილეთ, სანამ ის არ გახდება პრიალა და ელასტიური, თითებზე აღარ უნდა გეკრობოდეთ. ზელვის დროს არ მოაყაროთ ბევრი ფქვილი რომ ძალიან არ გამაგრდეს.
ჯამს მოუსვით ცხიმი, ჩადეთ შიგ ცომი, გადააფარეთ საკვები ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ამოსასვლელად ერთი საათის შემდეგ ის უნდა გადიდდეს ორჯერ.

შემდეგ უნდა გააბრტყელოთ ცომი, სჯობს, ეს საბრტყელებლით კი არა ხელით გააკეთოთ.