ხახვი დავჭრათ და ნიორი გავხეხოთ წვრილად. დავასხათ ტაფაზე ზეთი, დავყაროთ ხახვი და ნიორი, დავიწყოთ მოშუშვა. ვშუშოთ 5 წუთი, დაახლოებით, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. სანამ იშუშება, ბლენდერში ვყრით დაჭრილ პომიდორს, წიწაკასა და ბულგარულს, ვაბლენდერებთ, ცოტა შაქარი დავუმატოთ. ხახვი რომ მოიშუშება, ვაყრით სუნელებს: კვლიავს, ქარის, წვრილად დაჭრილ ჯინჯერს, კურკუმას და ჯინჯერის ფხვნილს. როცა კარგ სურნელს აუშვებს, ვასხამთ პომიდვრის მასას, რომელიც მანამდე გვქონდა მომზადებული. დავუმატოთ იოგურტი ან გაწურული მაწონი და ტომატის პასტა, კარგად ამოვურიოთ და 10 წუთი საშუალო ცეცხლზე დავდგათ. სანამ ბაზა იხარშება, ქათმის ბარკლები გავასუფთაოთ კანისგან, ამოვიღოთ ძვალი და მოვაჭრათ არასასურველი ადგილები. დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. შემდეგ ამ ბაზას დავუმატებთ ქათამს და ქოქოსის რძეს. ამოვურევთ და 20 წუთი საშუალო ცეცხლზე დავაყოვნებთ - 10 წუთი თავმოხდილი და 10 წუთი დაფარებული, რომ ძალიანა არ ამოშრეს. ბოლო 5 წუთი რომ იქნება დარჩენილი, ჩავაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი. პარალელურად ვხარშავთ ბრინჯს მარილთან და მიხაკის რამდენიმე მარცვალთან ერთად. აუცილებლად მივირთვათ ბანანთან ერთად. თეფშზე ზევიდან მოვაყაროთ მიკრო ქინძი ან ჩვეულებრივი ქინძი გაფორმებისთვისა და გემოსთვის. მოვაყაროთ დაღერღილი წითელი წიწაკა.