კარამელისფერი ბისკვიტი რომ მიმეღო, ქვაბში მოვათავსე სოდა და თაფლი, დავდგი ნელ ცეცხლზე. როგორც კი მიიღო კარამელის ფერი, გადმოვდგი. თუ წაბლის თაფლს გამოიყენებთ, ისედაც მიიღებთ მოცემულ ფერს. ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, დავუმატოთ შაქარი, შემდეგ კვერცხის გული, ბოლოს კი მოცემული ინგრედიენტები. მასა დასასხმელია. საცხობი ფორმა: 30 სმ, ვაცხობთ 170-180 გრადუსზე 30 წთ-ით. ასე ვაცხობთ მეორე ფენასაც. კრემი: ავთქვიფოთ კარაქი, დავუმატოთ შესქელებული რძე , ვანილი, ბოლოს - ნიგოზი. ბისკვიტებზე გადავანაწილოთ კრემი. გემრიელად მიირთვით!