ეს ხალვა თეთრი ფერისაც კეთდება და შავი ფერისაც, ვისაც როგორ მოსწონს. მე მომწონს მუქი ფერის. პურის და მჭადის ფქვილს ერთად ვყრი ტაფაზე და ვხალავ სასურველ ფერამდე. შემდეგ ცოტა რომ შეგრილდება, ვცრი საცერში. ვყრი თასში, ვამატებ შაქრის პუდრას, ვანილსა და ნუშს ჩემი გემოვნებით (ტრადიციულ ხალვას არ უშვრებიან ნუშს). კარაქი გავადნოთ და ცხელივე დავასხათ ამ მასას, დავამატოთ ზეთიც და ხელით მოვზილოთ ცხელ-ცხელი. კოვზით მივცეთ სასურველი ფორმა. სულეს არის, ძაან გემრიელია, დნება პირში.