1 ლიტრ ცივ ბადაგში გახსენით პურის ფქვილი. წამოდუღებიდან, 30-35 წუთით, კიდევ გააჩერეთ ცეცხლზე, გამუდმებით ურიეთ, კარგად მოშუშეთ, სანამ თეთრ ბუშტებს არ გაიკეთებს. თუ ჩურჩხელების ამოვლება გინდათ, მაშინ 1 ლიტრზე 2 ჭიქა ფქვილი (200 გრამიანი) დაგჭირდებათ. რაც მეტია ბადაგი, დუღილიც შესაბამისად მეტი სჭირდება. გემრიელად მიირთვით.