ათქვიფეთ ვერცხის ცილა, დაუმატეთ დანის წვერით მარილი, შაქარი ეტაპობრივად, შემდეგ კვერცხის გული, არაჟანი და ზეთი, გამორთეთ მიქსერი. ჩააცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი. გამოსაცხობად გამოიყენეთ 35 სმ ფორმა. გადაანაწილეთ მასა ფორმაზე, დააწყვეთ ქლიავი და ვაშლი, გამოაცხვეთ 170-180 გრადუსზე, დაახლოებით, 55 წუთის განმავლობაში. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. არომატული და უგემრიელესი დესერტიც მზადაა.