ქლიავი კარგად გარეცხეთ, დაჭერით შუაში, გააცალეთ კურკები. ქვაბში მოადუღეთ სიროფი. ჯერ გააცხელეთ წყალი, შემდეგ ჩახარშეთ შაქარი. მოადუღეთ 5-7წუთის განმავლობაში. ქლიავის ნახევრები ჩაუშვით სიროფში, შეურიეთ და მოადუღეთ 5 წუთით. ამოიღეთ სიროფიდან, დაასვენეთ ცოტახნით. ამასობაში, არ გამორთოთ გაზქურა და გააგრძელეთ სიროფის მოდუღება. მეორეჯერ ჩაუშვით სიროფში ქლიავები და 5-10 წუთით მოადუღეთ. გადმოიღეთ ჯამში, გააცალეთ კანი და მოათავსეთ ღუმელის ტაფაზე, საკონდიტრო ქაღალდზე (კალკაზე). თითქმის 10 საათის განმავლობაში გააშრეთ ქლიავები, 70-100 გრადუსამდე, გაცხელებულ ღუმელში, ტემპერატურა უნდა აკონტროლოთ.