ფქვილი დაყარეთ ტაფაზე, პური და მჭადის ფქვილი ერთად მოხალეთ, სასურველ შეფერილობამდე. შემდეგ, როდესაც ცოტათი შეგრილდება, გაცერით საცერში, ჩაყარეთ თასში და დაამატეთ შაქრის პუდრა, ვანილი და ნუში თქვენი გემოვნებით, თუმცა ტრადიციულ ხალვას არ უმატებენ ნუშს. კარაქი გაადნეთ და ნელთბილი დაასხით ამ მასას. დაამატეთ ზეთიც და ხელით მოზილეთ. კოვზით მიეცით სასურველი ფორმა, ან როგორიც გსურთ, ორცხობილების ფორმაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. სულ ეს არის, ძალიან გემრიელია.