4 კვერცხის ცილა და 6 სკ შაქარი ათქვიფეთ კარგად, ბეზეს დაამატეთ კვერცხის გული და ეტაპობრივად დაამატეთ 100მლ ზეთი, 100 მლ ნაღები,10 გრ გამაფხვიერებელი, 3 სკ კაკაო და შემდეგ, სილიკონის კოვზით, შეურიეთ ფქვილი. გამოაცხვეთ 180°-ზე 35-40 წუთით. საცხობი ფორმა 26 /26 -ზე ასე გაიმეორეთ დანარჩენი ორი ფენაც. უბრალოდ, სხვაფენებს გაუკეთეთ ნესკვიკის ფხვნილი და შემდეგ ფენას რძიანი შოკოლადი. დაიწყეთ კრემის მომზადება და პირველ რიგში გააკეთეთ ფაფა. შაქარი და კვერცხისგული ათქვიფეთ, დაამატეთ რძე და სახამებელი, შემდეგ შემოდგით ცეცხლზე და სრული მორევით მიიყვანეთ შესქელებამდე, როდესაც შესქელდება გადმოდგით. ოთახის ტემპერატურის 500გრ კარაქი, მიქსერით მიიყვანეთ გათეთრებამდე, შემდეგ დაამატეთ ცივი ფაფა, მოხარშული შესქელებული რძე ნელ–ნელა და თქვიფეთ მიქსერით. კრემი გამოდის ფაფუკი. კრემის მესამედი გადმოიტანეთ ცალკე ჯამში და შეურიეთ კაკაო. ბისკვიტი დანამეთ შოკოლადის ლიქიორითა და სიროფით. ააწყვეთ სურვილისამებრ. შუაფენას აქვს კაკაოიანი კრემი.