წყალი აადუღეთ. კვერცხი გადაანაწილეთ პატარა ჯამებში ისე, როგორც ვიდეოში ხედავთ. სანამ ქვაბში გადაიტანთ, წყალში ძმარი ჩაასხით, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, რომ წყლის ზედაპირზე ბუშტუკები არ იყოს. ფრთხილად გადაიტანეთ კვერცხი ქვაბში, თავსახური დაახურეთ და მაშინვე გადმოდგით. დააყოვნეთ ზუსტად 4 წუთით. ბოლოს წყლიდან ამოიღეთ, ხელსახოცდაფენილ თეფშზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი სითხე მოშორდეს და თეფშზე მოათავსეთ. გემრიელად მიირთვით!